DataLife Engine > INFO > ელექტრონავტები 2009
ელექტრონავტები 200920-04-2010, 22:16. Разместил: IzzI |
|
წელს ელექტრონავტების დაჯილოების ცერემონიალზე რამდენიმე სიახლე იყო.
ამჯერად “ელექტრონავტები” არამხოლოდ ინტერნეტ გამოკითხვის, არამედ საერთაშორისო ექსპერტების (მუსიკოსები, დიჯეები, ჟურნალისტები) შეფასებითაც გამოვლინდნენ. გამოკითხვაში სულ 3500-მდე ინოვაციური მუსიკის მოყვარულმა მიიღო მონაწილეობა. ტრადიციული ნომინაციების გარდა დაჯილდოებას ახალი ნომინაცია “წლის საუკეთესო ქართული თრექი” დაემატა. ამ ნომინაციაში გამარჯვებული სწორედ საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. კლუბ “G.U.R.U” შეკრებილთათვის თავიდან ჯგუფმა ვიტამინმა დაუკრა, შემდეგ სცენაზე 2007 წლის ელექტრონავტი, ნიკა მაჩიძე და ტუსია ბერიძე ავიდნენ. წელს ტუსიამ წლის საუკეთსო ტრეკის ნომინაციაში გაიმარჯვა. ელექტრონავტ 2009-ში მონაწილეობდნენ ასევე შარშანდელი გამარჯვებულები Greenbeam & Leon-ი ახალი პროექტით და პლიუს ერთი ახალი წევრით. დაუკრა sTia-მაც, რომლის დებიუტი პირველად სწორედ ელექრტონავტებზე მოხდა და ამბობს, რომ მისთვის დაჯილდოების ცერემონიალი ყოველთვის განსაკუთრებით ემოციურია. განსაკუთრებით საინტერესო სანახაობა Kung Fu Junkie-მ და Zomb-მა შემოგვთავაზეს. არ შეიძლება ასევე არ აღინიშნოს დუეტ Me and My Monkey-ს გამოსვლა, რომელსაც სრულიად კლუბში არსებული მსმენელის ოვაციები მოყვა და ირაკლი შონია, რომელსაც ნაჯას შეფასებით სენტიმენტალურ საცეკვაო მუსიკაში ბადალი არ ყავს. ხო, საღამოს წამყვანი ნაჯა იყო, იგივე ნათია ორაშვილი, რომელიც უკვე კარგად ცნობილია komuna.ge-ს აქტიური მომხმარებლებისთვის მისი სატელევიზიო გამოშვებიდან. დაჯილდოების ცერემონიალის ბოლოს ელექტრონავტების ორგანიზატორი სერგი გვარჯალაძე ავიდა სცენაზე და ჟორჟიკასთან ერთად გაკეთებული ერთი ტრეკი შემოგვთავაზა. ელექტრონავტებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ფაქტი, რომ ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მუსიკა, რაც დღეს ჩვენს თვალწინ კეთდება, ელექტრონული მუსიკაა და რომ ამ ჟანრში მოღვაწე ქართველი მუსიკოსების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, მათი ნამუშევრები კი უფრო და უფრო იხვეწება. მიუხედავად იმისა, რომ თავად მონაწილეებს ნომინაციებთან და ფინალში გასვლის წესებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ, მაინც ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ელექტრონავტების ყოველწლიურად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. დაჯილდოების ცერემონიალის კულმინაცია ბუნებრივია წლის ელექტრონავტის გამოვლენა იყო. ამ ნომინაციაში გამარჯვებულ ლადოს ბედი ნამდვილად წყალობდა, ის ჯერ წლის საუკეთესო დიჯეი გახდა და როგორც თვითონ თქვა, მეტ პრიზს აღარც ელოდებოდა, თუმცა თვლის რომ 2009 წლის ელექტრონავტობა სამართლიანად მოიპოვა და ბოლო პერიოდში მისი დაუღალავი შრომის ბუნებრივი შედეგია . ნომინაციებში გამარჯვებულთა სია ასეთია: მხარდამჭერი კომპანია Marlboro (Philip Morris International) რადიო გადაცემა ![]() Electronica (Guru FM) ლეიბლი ![]() Minibus საუკეთესო ქართველი პრომოუტერი ![]() Louder Events საუკეთესო ივენთი ![]() Djuma Soundsystem, Future Funk Squad & MC Mojo @ Pavilion საუკეთესო ვენიუ ![]() Guru Club საუკეთესო ქართველი დი-ჯეი ![]() LADO საუკეთესო ტრეკი ![]() Tusia Beridze / TBA ელექტრონავტი 2009 ![]() LADO Вернуться назад |